ფონდის შესახებ/About Fund

ჯანდაცვის პროფესიონალები ჯანდაცვის განვითარებისთვის 

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი აერთიანებს ჯანდაცვის სფეროს გამოცდილ და ახალგაზრდა წარმომადგენლებს, სამკურნალო და განმაჯანსაღებელ სფეროში მოღვაწე ხელმძღვანელ პირებს, სტუდენტებს და ყველა შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანს, რომელთაც შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ რეგიონში სამედიცინო სერვისების, განათლების და მეცნიერების, სამკურნალო-განმაჯანსაღებელი სფეროს განვითარებაში.

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი უზრუნველყოფს სამედიცინო სამსახურის ხარისხის კონტროლს, ჯანდაცვის პროფესიონალთა უწყვეტ განათლებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, 

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი ხელს შეუწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებას საერთაშორისო თანამშრომლობის, საგრანტო პროგრამების და ტრენინგების საშუალებით, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული ჯანდაცვის ეკონომიკის მშენებლობაში.

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი დაიცავს ჯანდაცვის სფეროში მოღვაწეთა პროფესიულ ინტერესებს და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას.

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი ითანამშრომლებს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებთან, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს ღირებულებებს.

 

ფონდის მისიაა

მაღალკვალიფიციური ჯანდაცვის პროფესიონალები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სერვისები საქართველოში, რაც უზრუნველყოფს, სამედიცინო სამსახურის ეფექტურობის გაზრდას და ხელს შეუწყობს ქვეყანას, დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიოს სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის ინდუსტრიაში.

 

ფონდის მიზნებია

  1. ხელი შეუწყოს ჯანდაცვის პროფესიონალთა (ექიმების, ექთნების) პროფესიული განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას - მისცეს მედიკოსებს საშუალება, გააცნობიერონ თავიანთი პროფესიული მიზნები და აგრეთვე, დაეხმაროს მათ ამ მიზნების რეალიზებაში. 
  2. ყველგან და ყოველთვის დაიცვას მედიკოსთა, განსაკუთრებით, მედიკოს ქალთა უფლებები: ხელი შეუწყოს მათში პროფესიული კომპეტენციების და ეთიკური ქცევის ნორმების უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებას;  შექმნას გარემო მათი პირადი და კულტურული ღირებულებების და ინდივიდუალური თავისებურებების დასაცავად.
  3. დაიცვას ქალთა და ბავშვთა უფლებები და იზრუნოს მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. 
  4. აქტიურად ჩაერთოს ღონისძიებებში ძალადობის წინააღმდეგ (მისი გამოვლინების ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ) – «მედიკოსები ძალადობის წინააღმდეგ».
  5. მხარი დაუჭიროს კონკურენტუნარიან პროექტებს და აქტუალურ ინიციატივებს;
  6. შეიქმნას გენდერ-სპეციფიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი; განვითარდეს საქართველოს სამედიცინო სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს კვლევების და პროექტების განხორციელებას პრიორიტეტულ სფეროებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; 
  7. იზრუნოს საქართველოში სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებისთვის და დაგეგმოს საგანმანათლებლო ღონისძიებები ამ სფეროში;
  8. ჩაატაროს კონფერენციები აქტუალური თემებზე ახალგაზრდების ჩართულობით და მათი თანაორგანიზატორობით, გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით;
  9. დაეხმაროს მედიკოსებს ჯანდაცვის სფეროში სიახლეების დანერგვაში და და ამ სიახლეებთან ადაპტაციაში;
  10. თარგმნოს და გამოსცეს სამედიცინო ლიტერატურა
  11. გააძლიეროს მედიკოსთა რეგიონული ურთიერთკავშრები და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ურთიერთობებს;
  12. ქველმოქმედება

 

ფონდის ამოცანებია

  1. სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სექტორის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის, ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების განსახორციელებლად ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით;
  2. საგრანტო პროექტების შემუშავება და განხორციელება;
  3. დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელება;
  4. შედეგზე ორიენტირებული ხანმოკლე და ხანგრძლივი ტრენინგების ორგანიზება მედიცინის სხვადასხვა სფეროში,  მათში კლინიკური და მართვის უნარების ჩამოყალიბების, თეორიული ცოდნის გაღრმავების და ლიდერის თვისებების განვითარების მიზნით - როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
  5. პროფესიონალებისთვის სამედიცინო სიახლეების და მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სხვადასხვა ფორმით)  მათი პრიორიტეტული კლინიკური ცოდნის  და უნარების უწყვეტი განვითარებისთვის და ცოდნის კლინიკურ პრაქტიკაში ინტეგრირებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამედიცინო სამსახურის ეფექტურობის გაზრდას.

გლობალური ჯანდაცვა გვაყენებს გლობალურ პრობლემების წინაშე თუმცა, ამავდროულად, გვიჩვენებს მისი გადაჭრის გზებს და გვაძლევს ამ სფეროში საქმიანობის განხორციელების საშუალებებს.

თანამედროვე გამოწვევები, მაღალ ხარისხზე მოთხოვნები, დანახარჯის კონტროლი, განვითარებადსა და სტაბილურ ეკონომიკაზე წვდომის ზრდა - ზრდის მოთხოვნილებას ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელ, სადაზღვევო, ბიოლოგიურ მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  შემსწავლელ ინოვაციურ ორგანიზაციებზე.

სამედიცინო ინოვაციებთან წვდომა, ჯანდაცვის პროფესიონალთა ხელოვნება, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამები, საგანმანათლებლო პროცესის მართვის განსხვავებული სისტემა და მეგობრული, კულტურულ ღირებულებებზე ორიენტირებული გარემო ადეკვატურად პასუხობს თქვენს ყველა მოთხოვნას.