უფლებები და მოვალეობები/RIGHTS AND LIABILITIES OF MEMBERS

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის წევრი შეიძლება გახდეს 18 წლის და მეტი ასაკის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, აგრეთვე არამედიკოსიც, რომელიც ეთნხმება  ფონდის   მიზნებს და იზიარებს მის ღირებულებებს. 

 

ფონდის წევრს უფლება აქვს:

  • მონაწილეობდეს საერთო კრების მუშაობაში;
  • აირჩიოს და არჩეულ იქნეს ორგანიზაციის  მმართველო რგანოებში;
  • გკვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ფონდის  პროგრამულ საქმიანობაში;
  • სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობის სხდომებში;
  • მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ფონდის საქმიანობის შესახებ;
  • ფონდის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
  • ატაროს ფონდის ემბლემა.

 

ფონდის  წევრი ვალდებულია:

  • დაიცვას ფონდის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
  • გაუფრთხილდეს ფონდის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
  • შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ფონდის საქმიანობაში;
  • პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ფონდის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;
  • გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.

პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის საქმიანობას, გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება არჩეულ იქნას საპატიო წევრად. 

საპატიო წევრზე არ ვრცელდება წევრისთვის წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.