სამკურნალო-განმაჯანსაღებელი ტურიზმი/Wellness Tourism

სანატორულ-კურორტული მკურნალობის მნიშვნელობა და საქართველოს პოტენციალი, გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის განმაჯანსაღებელი ტურიზმის ქვეყანა

სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმი ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. პოპულარობის ზრდის საფუძველს წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის პროფილაქტიკური მიმართულების განვითარებაა და, აგრეთვე, ხალხის მოთხოვნილების ზრდა ჯანსაღ სხეულსა და ჯანსაღ ცხოვრების წესზე.

თავისი ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით საქართველო უნიკალური ქვეყანაა - ყველა რეგიონს აქვს თავისი მნიშვნელობა და უდიდესი პოტენციალი სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის განვითრების მიმართულებით.

ჩვენი ფონდის მიზანია, საქართველო გახდეს მსოფლიო დონის 365 დღიანი საკურორტო ქვეყანა, რისთვსაც საჭიროა, დავაკმაყოფილოთ თანამედროვე სტანდარტები, ვაწარმოოთ მოქნილი მარკეტინგი, მომზიდველად შევფუთოთ ჩვენი კურორტები და გავიტანოთ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს პოტენციალის შესახებ.

ამისათვის:

შეიქმნება საქართველოში არსებული სამკურნალო-განმაჯანსაღებელი ცენტრების ერთიანი პორტალი, რათა გავაზიაროთ და საჯარო გავხადოთ ინფორმაცია თითოეული მათგანის შესაძლებლობების შესახებ.

განვიხილავთ არსებულ პრობლემებს - რას ვფლობთ, ვაკმაყოფილებთ თუ არა თანამედროვე მოთხოვნებს და რა გვჭირდება, შევიტანთ ინოვაციებს, რომ გავხდეთ კონკურენტ-უნარიანები როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ხელს შევუწყობთ სამკურნალო-განმაჯანსაღებელ ცენტრებს განვითარებაში და ტურისტების მოძიებაში;

სასტუმროებს, რომლებიც გეგმავენ სამკურნალო-განმაჯანსაღებელი ცენტრების გახსნას, დავეხმარებით მის სწორ დაგეგმარებას, ორგანიზებასა და მართვაში, გამართული სამედიცინო პაკეტების შემუშავებაში, აგრეთვე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვაში.  

უზრუნველვყოფთ სამკურნალო-განმაჯანსაღებელ ტურიზმში დასაქმებული სპეციალისტების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას.

ყველა ორგანიზაციასთან ვიმუშავებთ ინდივიდუალურად, მათთვის ხელსაყრელი და მოქნილი პირობებით;

უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშც მონაწილეობას მიიღებს ყველა წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი, სადაც ვიმსჯელებთ არსებულ პრობლემებზე და განვიხილავთ მათი გადაჭრის გზებს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ შეხვედრების და კონფერენციების ორგანიზებას, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას;  

მოვახდეთ პარტნიორი სასტუმროების პოპულარიზაციას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და საერთაშორისო ბაზარზე;

მალე გავხდებით საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები და ინფორმაცია საქართველოს ამ განმაჯანსაღებელი ცენტრების შესახებ დაიდება მათ ვებ-საიტებზე.

სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის საგნმანათლებლო ცენტრი უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო კურსების ორგანიზებას როგორც სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის მენეჯმენტის, ასევე სამედიცინო მიმართულებით.

 

გვაქვს ბუნებრივი რესურსები:

  • განსაკუთრებული განმაჯანსაღებელი თვისებების მქონე ჰაერი/კლიმატი, რაც ფართოდ გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი და მაღალეფექტური მკურნალობის მეთოდი;
  • სასმელი მინერალური წყლები, თერმული წყლები - საქართველოს წყლებს არა აქვთ ანალოგი მსოფლიოში. საქართველოს წყაროები, თავიანთი ქიმიური თვისებებით და სამკურნალო მოქმედებთ არ ჩამოუვარდება მსოფლიო კურორტების სამკურნალო წყლებს.
  • ღვინო - ქართული ღვინის თავისებურებები აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული რეგიონში ღვინოთერაპიის განსავითარებლად.
  • ტალახი - საქართველოში კონცენტრირებულია ბევრი სხვადასხვა თვისების სამკურნალო ტალახი.
  • ზღვა, ქვიშა, ზღვის მარილი - საქართველოს საზღვაო კურორტებზე უნიკალური სამკურნალო თვისებების ქვიშაა.

შესაბამისად, საქართველოში განვითარებულია: 

  • სამედიცინო კლიმატოლოგია;
  • ბალნეოლოგია და ჰიდროთერპია;
  • პელოიდები (ტალახით მკურნალობა) და სხვა სითბური პროცედურები; 
  • ღვინოთერაპია
  • ტალასოთერაპია (მკურნალობა ზღვის კლიმატით და ზღვის აბაზანებით).
  • ჰალოთერაპია (მკურნალობა მარილის ოთახში)

დიდ მნიშვნელობას იძენს სპა-კურორტები, სპა-ოტელები და სპა-ცენტრები  ველნეს-პროგრამებით. სპა ოტელები შესანიშნავად ფუნქციონირებს როგორც საკურორტო ზონებში, ასევე დიდ ქალაქებში და მომხმარებელს თავაზობს განმაჯანსაღებელ და სარელაქსაციო სერვისებს.

საქართველოს კურორტებს აქვს იმის პოტენციალი, რომ მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე სტანდარტების რამდენიმე სამკურნალო-განმაჯანსაღებელ ფაქტორი და ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზარზე.