სამედიცინო ტურიზმი/Medical Tourism

სამედიცინო ტურიზმის მისიაა უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო სერვისების მიწოდება საერთაშორისო პაციენტებისთვის გლობალურ გარემოში.

ჩვენი მიზნებია:

  • შევიმუშაოთ კონკრეტული ინიციატივები, გავიტანოთ ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სერვისთა მომწოდებელთა შესახებ ყოფილი საბჭოთა კავშირის, ევროპის და აზიის ქვეყნებში, მოვახდინოთ საერთაშორისო პაციენტის ინფორმირება და გავზარდოთ საქართველოს სამედიცინო სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა;
  • პაციენტთა უსაფრთხოების მიზნით, შევქმნათ ჯანდაცვის ხარისხის გამჭირვალობა, რომელიც გავრცელდება როგორც საქართველოზე, ასევე ყველა ქვეყანაზე, სადაც სამკურნალოდ მოხვდება საერთაშორისო პაციენტი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სამედიცინო სერვისების ხარისხი, მათი ოპტიმალური ფასი და პროცესების გამჭვირვალობა. მნიშვნელოვანია ფასების გამჭვირვალობა (მათ შორის, სამოგზაურო ხარჯების) - პაციენტისთვის ყველაფერი წინასწარ უნდა განისაზღვროს, რომ თავიდან იქნა
    საცილებული დაფარული ფასების ან გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობის ალბათობა;
  • ვაწარმოოთ სტატისტიკა სამედიცინო მომსახურეობის შესაბამისობაზე. 

ჯანმრთლობის ტურიზმი ზეგავლენას მოახდენს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორზე - ჯანმრთლობის ტურიზმის განვითარება და მისი პოტენციალი გლობალიზაციისკენ მიმართულია საერთაშორისო მკურნალობის და მოვლის ხარისხის გასაუმჯობესებლად და პოზიტიურად აისახება როგორც პრივატულ, ასევე საჯარო სექტორზე. 

ჩვენ უნდა გავაერთიანოთ მსოფლიოს საუკეთსო ჰოსპიტლები, უნდა შევქმნათ ერთი

ანი საინფორმაციო სისტემა, როგორც პრივატული (სამედიცინო და სხვა), აგრეთვე საზოგადოებრივი სექტორისთვის და საერთაშორისო პაციენტისთვის.

ჩვენ ვითანამშრომლებთ ჯანდაცვის პროვაიდერებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, მეწარმეებთან, ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლებთან და შემსყიდველებთან.

ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ორგანიზაციების სამედიცინო ტურიზმში ჩართულობა, მათი საერთაშორისო პაციენტის პრობლემებზე და ჯანდაცვის ინიციატივებზე ფოკუსირება და უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა.

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი და სამკურნალო და განმაჯანსაღებელი სამედიცინო ტურიზმის ასოციაცია უახლოეს პერიოდში გაწევრიანდება გლობალური სამედიცინო ტურიზმის და საერთაშორისო პაციენტის ინდუსტრიის ასოციაციებთან.

ჩვენი პრიორიტეტია განათლება, როგორც სამედიცინო დარგის სპეციალისტებისთვის, ასევე სამედიცინო ტურიზმში ჩართული სხვა პროფესიის ადამიანებსთვის და პაციენტებისთვის.

ფონდი და ჯანმრთლობის ტურიზმის აკადემია უზრუნველყოფს აყველა ამ სფეროთი აინტერესებულის განათლებას - ტრენინგების, კონფერენციების, შეხვედრების, სემინარების, ონ-ლაინ მასალების გამოყენებით.

ჩვენ გთავაზობთ საგანმანათლებლო ციკლებს, სერტიფიცირების და სხვა ბრენდული განვითარების პროგრამებს ჰოსპიტლებისთვის, ჯანდაცვის სისტემის პროვაიდერებისთვის, სამთავროვბო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ სამედიცინო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის და პაციენტთა ნაკადების გაზრდისთვის.

ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია და ვმუშაობთ ონ-ლაინ ჟურნალზე, რომელიც გააშუქებს  სიახლეებს სამკურნალო და სამედიცინო ტურიზმის სფეროში (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) და მოემსახურება მომწოდებლის და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას.

ინტენსიური კომუნიკაციები აუცილებელია წარმატებისთვის. ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ კონკურენცია და ერთად ვიმოქმედოთ დარგის განსავითარებლად, საერთო პრობლემების გადასაწყვეტად და დადებითი შედეგების მისაღებად.

ჩვენ უნდა დავამყაროთ მჭიდრო კავშირები ორგანიზაციის წევრებსა და წევრ ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან, პარტნიორებთან, გლობალური ჯანდაცვის სფეროს საერთსორისო ორგანიზაციებთან.

ფონდის დახმარებით შეიქმნება საერთაშორისო ინტერნეტ პორტალი და ფორუმი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების - გლობალური ჯანდაცვის გარემოს სუბიექტების კომუნიკაციისთვის.

ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეობა უნდა მივიღოთ საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებში, სადაც მოვახერხებთ პრობლემის გაშუქებას და შევძლებთ, ჩავერთოთ საერთაშორისო პროექტებში.

ჩვენ გვექნება რეგულარული ურთიერთობები და კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნების კომპანიებთან, საელჩოებთან, რათა მივიღოთ ინფორმაცია ჯანმრთლობის ტურიზმის ინდუსტრიის ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებით -ეს მოგვცემს ბაზრის ანალიზის და პრიორიტეტების წინ წამოწევის საშუალებას. 

ჩვენ ვართ არაკომერციული, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, ჩვენი დამფუძნებელი არ არის მთავრობა და სამთავრობო ორგანიზაციები, ან პრივატული სამედიცინო სექტორი - შესაბამისად არ ვკონტროლდებით მათ მიერ და არ ვატარებთ კონკრეტულად ვისმეს პირად ან კომერციულ ინტერესს.

გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ წევრთა ნებისა და განზრახვის შესაბამისად, საერთო გლობალური მიზნების განსახორციელებლად.