ფონდის ისტორია/History

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი შეიქმნა 2016 წელს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის (ERSU)​ და

სამედიცინო კომპანია ეურო მედიქალ ქეარის (EUROMedCare) გაერთიანებით.

     

 

 

 

 

 

 

ფონდის პირვანდელი სახელწოდება იყო "მედიკოსთა პროფესიული განვთარების და ხელშეწყობის ფონდი".

შემდგომში, ინტერესთა სფეროების გაფართოვების გამო, ორგანოზაციის სახელწოდების შეიცვალა.

2016 წელსვე ფონდის ინიციატივით დაიგეგმა აქცია “ექიმები ძალადობის წინააღმდეგ”.

 

აქციის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შიდა ქართლის რეგიონის ექიმებისთვის და გამოიცა სახელმძღვანელო  

“ოჯახური და სექსუალური ძალადობა”, რომელიც განკუთვნილია როგორც ჯანდაცვის პროფესიონალთათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისთვის.

წიგნში განხილულია ოჯახური და სექსუალური ძალადობის ძირითადი გამოვლინებები და მისი სამედიცინო ასპექტები.

2016 წელს შეიქმნა ქალთა კეთილდღეობის ქსელი “ჰერა”, რომელმაც მომავალში უნდა გააერთიანოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ყველა ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს ქალთა ჯანმრთლობაზე, მათი უფლებების დაცვასა და კეთილდღეობაზე.

2016 წელს შეიქმნა ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი

2017 წლის იანვარში ფონდის ინიციატივით შეიქმნა სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის ცენტრი, რომლის მიზანია საქართველოს სანატორულ-კურორტული პოტენციალის განვითარება, რათა იგი გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის განმაჯანსაღებელი ტურიზმის ქვეყანა.