მმართველობა/Management, Structure

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ, წელიწადში ერთხელ.

ფონდის ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომელიც წარმოდგენილია დირექტორით, გენერალური მდივნით, ვიცე დირექტორით, დეპარტამენტების ხელმძღვანელებით და გამგეობის სხვა წევრებით (4 მუდმივი და 11 არჩეული წევრით), რომელთაც ევალებათ ორგანიზაციის სტრატერიული მმართველობა და  ფინანსური მენეჯმენტი, და რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ ფონდის უმთავრესი მიზნები:

  • ფონდის წევრთა ინტელექტუალური, ფილოსოფიური, სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი ინტერესების დაცვა, მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა;
  • საქართველოს სამედიცინო სამეცნიერო პოტენციალის განვითარება და პრიორიტეტულ სფეროებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების და პროექტების განხორციელების მხარდაჭერა;
  •  ქალთა კეთილდღეობის საერთაშორისო  ქსელის განვითარება, ექიმ ქალთა უფლებების დაცვა და ბრძოლა ძალადობის გამოვლინების ყველა ფორმის წინააღმდეგ,
  • გენდერული მედიცინის განვითარება რეგიონში; 
  • საქართველოში სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მხარდაჭერა და ხელშეწყობა;
  • აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გამგეობის შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ერთი მესამედით საერთო კრების გადაწყვეტილებით და აირჩევა სამი წლის ვადით.