ჯანდაცვის პროფესიონალთა განვითარების აკადემია/health Professials Development Academy

ინოვაციები სამედიცინო განათლებაში - გზა თქვენი წარმატებისა და სრულყოფისკენ!

მხოლოდ ჩვენთან!

ვახორციელებთ პროგრამებს როგორც მოთხოვნადი, ასევე მედიცინაში იშვიათი სპეციალობების მიმართულებით;
​ჩვენ გაძლევთ მედიცინის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღების გარანტიას.

ჩვენ ორიენტირებულნი ვართ სამედიცინო ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე და პროგრამის მონაწილეებს ვაწვდით ისეთ სიახლეებს, უნიკალურ ცოდნასა და უნარებს, რომელიც აუცილებლად მოთხოვნადი იქნება მათი პრაქტიკული მოღვაწეობის პერიოდში.

ჩვენი ლექტორები არა არიან მენტორები, სწავლების პროცესში ისინი ხდებიან მსმენელთა გულშემატკივრები და კოლეგები, რომლებიც უზიარებენ მათ საკუთარ გამოცდილებას და გადასცემენ ცოდნას, მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

მოქნილი პროგრამები სპეციალობების მიხედვით, უმოკლეს დროში და მისაღებ ფასად!​

 

რატომ ჩვენთან?

  • ყველა სასწავლო კურსი საავტოროა, უნიკალურია, დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებზე და უდიდეს გამოცდილებაზე ჯანდაცვის სფეროში;
  • ყველა პროგრამას აქვს პრაქტიკული მიმართულებები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების და მანიპულაციების ათვისების საშუალებას იძლევა; 
  • ყველა პროგრამა იგეგმება და გაწერილია მონაწილეთა მოთხოვნების შესაბამისად: ტრენინგთა უმრავლესობა ჩატარდება საღამოს საათებში და დასვენების დღეებში (პარასკევი, შაბათი, კვირა), რაც საშუალებას მოგცემთ, სამსახურიდან მოუწყვეტლად, კომფორტულად მიიღოთ განათლება.
  • დანერგილია სამედიცინო მიღწევების შესაბამისი თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო სისტემა და სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომა   
  • სასწავლო ჯგუფები ფორმირდება 10-14 მონაწილით (სწავლის პრაქტიკული ნაწილში 3-7 მონაწილით), რაც საშუალებას იძლევა, ყველა მონაწილემ მიიღოს ეფექტური და ხარისხიანი განათლება;
  • გვაქვს ინდივიდუალური სწავლების ფორმა;
  • საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ როგორც საქართველოში მოღვაწე, ასევე საზღვარგარეთიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები.
  • სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 

 

სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის (ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებისთვის, ექიმებისთვის, საშუალო განათლების სამედიცინო პერსონალისთვის)

  • პროგრამებს ვახორციელებთ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

  • პროგრამებს გაუძღვებიან მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტები. საგანმანათლებლო ცენტრის ყველა პროგრამა უნიკალურია, რადგან შემუშავებულია დიდი კლინიკური გამოცდილების და თანამედროვე ხედვის მქონე სპეციალისტების მიერ, საერთაშორისო სამედიცინო ბაზრის სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად.

  • სწავლის პრაქტიკული ნაწილი განხორციელდება თანამედროვე, უახლესი აღჭურვილობის სამედიცინო ცენტრება და კლნიკებში, გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. სწავლების დროს ჩვენი მსმენელები მიიღებენ მაქსიმალურ ცოდნას და უნარებს, რასაც დაუყოვნებლივ გამოიყენებენ საკუთარ პრაქტიკაში. 

 

მედიცინა - ეს არის მეცნიერება, რომელიც მუდმივ პროგრესს განიცდის რც, თავისთავად, მოიცავს უწყვეტ სამედიცინო განათლებას. ჯანდაცვის პროფესიონალმა მუდმივად უნდა განაახლოს ცოდნა, აუცილებელია, ის ფლობდეს ინფორმაციას თავის სფეროში არსებულ ყველა სიახლეზე, თანამედროვე მეთოდებსა და ახალ გადაწყვეტილებებზე. მუდმივად იცვლება ექიმის მუშაობის სტილიც, რაც დაფუძნებულია სწორი გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღებასა და ხარისხზე ორიენტირებულ, პროდუქტიულ შრომაზე. 

მედიცინის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, არ არის საკმარისი, ექიმი იყოს მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალი. აუცილებელია როგორც საბაზისო ცოდნის, ასევე უახლესი ინფორმაციის მიღება მედიცინის ყველა იმ სფეროს შესახებ, რომლებიც ირიბად მაინც უკავშირდება მის ძირითად სპეციალობას. 

სწორედ ამიტომ, აუცილებელია, საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობა, არსებული ცოდნის და უნარების დახვეწა და განახლება, გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საგანმანათლებლო პროგრამებსს კლინიკების, სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელებისთვის, მენეჯერებისთვის და მათთვის, ვინც მომავალში გეგმავს ამ სფეროში მოღვაწეობას, საკუთარი კლინიკის ან სამედიცინო ცენტრის დაფუძნებას

  • კვალიფიკაციის ასამაღლებელ საგანმანათლბლო ხანმოკლე პროგრამებს (არანაკლებ 16 საათისა) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო განათლების სპაციალისტებისთვის 

  • პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამას უმაღლესი და საშუალო სამედიცინო განათლების სპეციალისტებისთვის (არანაკლებ 225 საათისა)

  • ტრენინგებს თემაზე: სამეცნიერო ნაშრომის მომზადება, მოხსენების მომზადება და პრეზენტაცია

  • ტრენინგებს დოქტორანტურაში მისაღები გამოცდებისთვის

საგანმანათლებლო პროცესს აქვს ლექციების, სემინარების, ინდივიდუალური ტრენინგების სახე და მიმდინარეობს სამსახურიდან მოუწყვეტლად/ ნაწილობრივი მოწყვეტის პირობებში.

 

სწავლების ფორმები:

  • სასწავლო ციკლები;

  • სასწავლო ციკლები კლინიკების ბაზაზე;

  • გასვლითი სასწავლო ციკლები რეგიონებში;

  • მასტერ-კლასები;

  • ვორქ-შოფები;

  • დისტანციური სწავლება

კვალიფიკაციის ასამაღლებელი საგანმანათლბლო საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და წარმატებული შედეგის შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და წარმატებული შედეგის შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ დიპლომი.

პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამაში და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში ჩასართავად საჭიროა პირადობის მოწმობის ქსეროასლი, დიპლომის (უმაღლესი ან საშუალო განათლების) ქსეროასლი, სამედიცინო ლიცენზიის/ან პირველადი სპეციალიზაცის მოწმობის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რეზიდენტურის/დოქტორანტურის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი შეიქმნა სამედიცინო დარგის სპეციალისტების მხარდაჭერის მიზნით. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ ზრდასა და პრაქტიკული უნარების დახვეწაში მედიცინის ყველა მიმართულებით.

ჩვენი პროგრამები თქვენ დაგეხმარებათ თეორიული ცოდნის და პრაქტიკულ უნარების მიღებაში, ისევე როგორც კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებაში, დისკუსიაში და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.