ჯანსაღი გარემო - ჯანმრთელი ცხოვრება/Healthy Environment - Healthy life

ადამიანს აქვს კეთილდღეობის, სიცოცხლის, ჯანმრთლობის, სუფთა ჰაერის, ჯანსაღი საკვების, სუფთა წყლის და ჰიგიენის უფლება.

გარემო ზეგავლენას ახდენს სიცოცხლეზე. ჯანმრთელი საზოგადოების და ჯანმრთელი მომავლისთვის აუცილებელია სუფთა და ჰარმონიული გარემო, სადაც ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ესთეტიკურ ფაქტორებს ენიჭება სათანადო მნიშვნელობა.

არაჯანსაღი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის მჭიდრო კავშირის შესახებ არსებობს დადასტურებული კვლევები, იდენტიფიცირებულია ის პრიორიტეტული პრობლემური სფეროები, რომლებიც ითხოვს დაუყოვნებელ პოლიტიკურ ყურადღებას.

 

ჩვენი მიზანია ჯანსაღ გარემოში ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა.

ჯანდაცვის პროფესიონალებს არსებითი პასუხისმგებლობა გვეკისრება, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ მულტიდისციპლინური გუნდის ნაწილი. ცოდნის, გამოცდილების და შესაძლებლობების გამოყენებით უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სათანადო განათლება, რათა მათ რეალურად გააცნობიერონ არსებული პრობლემა და თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ გლობალური პრობლემის გადაწყვეტაში.​

  1. გარემოს და დახურული სივრცის ჰაერის დაბინძურებას მივყავართ ავადობის ზრდამდე და სიცოცხლის ხარისხის დაქვეითებამდე
  2. დაბინძირებული ზედაპირული და გრუნტის წყლები, არაადეკვატური ჰიგიენური პირობები იწვევს სიკვდილიანობის და ავადობის ზრდას და ეკონომიკური პროდუქტიულობის შემცირებას აქტიურ ასაკში;
  3. მავნე ქიმიური ნივთიერებები და ტოქსიური ნარჩენები იწვევს სხვადასხვა ფორმით გამოხატულ ფსიქიკურ აშლილობას და სიკვდილს ბავშვთა და აქტიურ ასაკში
  4. ნავთობისა და გაზის უტილიზაციის პროდუქტებით ხდება ჰაერის, ნიადაგის და წყლის, ტყეების დაბინძურება, რაც შეუქცევადად ცვლის ეკო სისტემას და სახიფათო დაავადებებს, კატასტროფულად იზრდება ავთვისებიან დაავადებათა რიცხვი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან გაახალგაზრდავებულია ამ დაავადებათა ასაკი! ცუდი ეკო სისტემას დიდი გავლენა აქვს იმ ადამიანებზე, რომელთა ჯანმრთლობაც უკვე შერყეულია.
  5. უხარისხო და დაბალი კვებითი ღირებულების საკვები, ფიზიკური ინერტულობა ზრდის სიმსუქნის და გაცხიმოვნების “ეპიდემიის” რისკს, განსაკუთრებით ეს საშიშია ბავშვებში.
  6. გარემოს არამიზანმიმართული განაშენიანება
  7. დეგრადირებული ეკოსისტემა ამცირებს ეკო სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთლობას. რყევები ბუნებაში იწვევს საკვების ხარისხის და გარემოს უარესისკენ შეცვლას, რაც იწვევს მოსახლეობის ავადობის ზრდას. ბუნებრივი და ტექნოლოგიური სტიქიური უბედურებები, კლიმატის ცვლილებები კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ პრობლემებს და ზრდის დაავადებათა აღმოცენების რისკებს.

პრობლემების გადასაჭრელად ჩენ ვგეგმავთ აქტივობებს შემდეგი მიმართულებებით:

  • გარემოს დეტოქსიკაცია, დეკარბონიზაცია,
  • ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა,
  • ეკოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნების დაცვა

ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფით მიიღწევა ბევრი დაავადების პრევენცია, და თავიდან შეიძლება ავიცილოთ ინვალიდობაც კი.

  • ვგეგმავთ საგანმანათლებლო კურსების ორგანიზებას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სათანადო განათლების მიზნით, როგორც ქართველი სპეციალისტების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით;
  • ვითანამშრომლებთ ყველა იმ (როგორც არასამთავრობო, ასევე კერძო) ორგანიზაციებთან, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ გლობალური პრობლემის გადაწყვეტაში.
  • ვითანამშრომლებთ კვლევით ცენტრებთან და წამყვან ლაბორატორიებთან.
  • ვგეგმავთ, განვახორციელოთ პროექტი - “ხარისხიანი და სუფთა საკვები ჯანმრთელი მომავლისთის”
  • აუცილებელია სუფთა სასმელი წყლის გამოყენება და სანიტარული პირობების გაუმჯობესება.
  • ვგეგმავთ, ქართული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მხარდაჭერას

გარემოსა და ადამიანის ჯანმრთლობის ჰარმონიული კავშირი შესაძლებელია ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფით, რაც, თავის მხრივ, შეიძლება იქცეს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებებლი მიზნების განსახორციელებელ საერთო პლატფორმად.

ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა გარემოს დაცვის, შენარჩუნების და აღდგენის გზით უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთლობასა და კეთილდღეობაზე.

ინვესტირება ეკოლოგიური მდგრადობისთვის  - ჯანმრთლობის სადაზღვევო პოლისია.

ჯანსაღი გარემო ჯანმრთლობის, უკეთესი ცხოვრების ხარისხის და კეთილდღეობის გარანტია!