ჯანმრთელობის ტურიზმი/Health Tourism

 სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის ასოციაციასაქართველოში პირველი წევრობზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა   სამკურნალო ტურიზმისა და გლობალური ჯანდაცვის ინდუსტრიაში. 

ასოციაცია შექმნილია საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების ტოპ-საერთაშორისო კლინიკების, ჯანდაცვის პროვაიდერების, სამედიცინო სამოგზაურო შუალედური ორგანიზაციების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა კომპანიების გასაერთიანებლად საერთო მიზნებისთვის - უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო სერვისების მიწოდება საერთაშორისო პაციენტებისთვის გლობალურ გარემოში.

ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი და ჯანმრთელობის ტურიზმის აკადემია გთავაზობთ დარგის განსავითარებელ და მხარდასაჭერ პროგრამებს, ტრენინგებს, კვლევებს, ვორქშოფებს კურორტოლოგია-რეაბილიტოლოგიის და სამკურნალო-განმაჯანსაღებელი ტურიზმის თანამედროვე მიმართულებებით.

ჩატარდება ტრენინგები და სემინარები როგორც სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე საგანმანათლებლო ციკლები სამედიცინო დარგის სპეციალისტებისთვის. 

გახდით განმაჯანსაღებელი ტურიზმის სფეროს სერტიფიცირებული სპეციალისტები!

ჩვენი მიზნებია:

  1. სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის სფეროში მოღვაწე ჯანდაცვის პროფესიონალების მხარდაჭერა, სამკურნალო-განმაჯანსაღებელი პროგრამების, პროდუქტების, სერვისების განვითარება და მათი რეკლამირება.

  2. მედიცინის, სამედიცინო სერვისების, სამკურნალო და განმაჯანსაღებელი პროგრამების განვითარება და მათი ინტეგრაცია ჯანმრთელი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიზნით;

  3. სანატორულ-კურორტული და სამკურნალო-განმაჯანსაღებელი დაწესებულებების (სასტუმროების, განმაჯანსაღეელი ცენტრების) მართვა შედეგზე ორიენტირებული, თანამედროვე მარკეტინგის პრინციპებით

ამისთვის ვგეგმავთ:

  • განვავითაროთ საპარტნიორო და კოალიციური ურთიერთობები ჯანმრთელობის, სამედიცინო და განმაჯანსაღებელი პროდუქტების პროვაიდერებთან - სამედიცინო და სამკურნალო-განმაჯანსაღებელ ცენტრებთან,  სასტუმროებთან;
  • შევიმუშაოთ სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის რეგულირების საკანონმდებლო და სამართლებლივი ასპექტები და დავსახოთ მისი განვითარების  გზები თანამედროვე ეკონომიკის პირობებში;
  • შვისწავლოთ საქართველოს საკურორტო რესურსები და სამედიცინო კურორტოლოგიის აქტუალური პრობლემები;
  • დავნერგოთ თანამედროვე კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ინოვაციური მეთოდები და მიმართულებები;
  • შევიმუშავოთ  სტანდარტები, სასერტიფიკაციო და სააკრედიტაციო პროგრამები;
  • ორგანიზება გავუკეთოთ საგანმანათლებლო კურსებს, ტრენინგებს, ვორქშოფებს  - სამკურნალო და განმაჯანსარებელი ტურიზმის სფეროში მოღვაწე დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, შეფ-მზარეულებისთვის.
  • ვაღიაროთ და ჩენი ქვეყნის თავისებურებებს შევუსაბამოთ ეფექტური სამკურნალო-განმაჯანსაღებელი სერვისის მომწოდებელთა პროგრამები;
  • გავზარდოთ საზოგადოების (სასტუმროს თანამშრომლების, ტურ-ოპერატორების, ექიმების) ინფორმირებულობა სამკურნალო და განმაჯანსაღებელი პროგრამების განვითარების და დანერგვის პრიორიტეტულობისა და მისგან მიღებული სარგებლის შესახებ
  • გავაფართოვოთ სამკურნალო და განმაჯანსაღებელი სფეროს პროფესიონალთა ქსელი და უზრუნველვყოთ მათი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენა;
  • სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ინდუსტრიისთვის შევიმუშავოთ ხარისხის სტანდარტები და პროფესიული შეფასების კრიტერიუმები;
  • შევაფასოთ არსებული სასტუმროების, სამკურნალო და განმაჯანსარებელი ცენტრების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროგრამები, პროდუქტები, მეთოდები, მომსახურეობის საშუალებები, სერვისები, მიღებული შედეგები და ხელი შევუწყოს მათ მოხვედრას საერთაშორისო ბაზარზე;
  • გავაძლიეროთ ჩვენი წევრები და პარტნიორი კომპანიები და წარმოვაჩინოთ მათი უპირატესობები.

ჩვენ გაგიზიარებთ წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას სამკურნალო და განმაჯანსაღებელი პროფილის სასტუმროების, განმაჯანსაღებელი ცენტრების მართვის სისტემაში, მარკეტინგის პრინციპებში, განათლების სფეროში, რაც დაგვეხმარება მოვახდინოთ დარგის ინტეგრაცია საერთაშორისო სამკურნალო და განმაჯანსაღებელი ტურიზმის ინდუსტრიაში.